(Exclusive) ცნობილია იმ ოჯახის ვინაობა, რომელიც ვაკეში გამთენიისას დააყაჩაღეს

14:16 12-28-2017
1699

პრაიმტაიმის ინფორმაციით, ყაჩაღური თავდასხმა ვაკეში, მარუხის ქუჩის 13 ნომერში მოქალაქე ლევან ხუროძის საცხოვრებელ ბინაზე მოხდა.

ჩვენი ინფორმაციით, ხუროძეს თავს ორი ნიღბიანი დაესხა და სახლიდან 1000 ევრო და 2500 ფუნტი გაიტაცეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაზარალებულთა და თვითმხილველთა დაკითხვას აწარმოებს. როგორც პრაიმტაიმს უწყებაში განუმარტეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს. თავდამსხმელების ვინაობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.