ბიზნესმენ გიორგი გაჩეჩილაძის სიძე, ,,სიტროენ ჯორჯიას" დირექტორი გიორგი შარაშიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა.
ამის შესახებ გიორგი შარაშიძემ ექსკლუზიურად ,,პრაიმტაიმს" განუცხადა.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში "პრაიმტაიმს" განუცხადეს, შარაშიძე საგამოძიებო ორგანოში მოწმის სახით არის დაბარებული.
"სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომართვის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „კონსტრაქტ ვიჟენისთვის“ გადაცემული ქონების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.