"ალბათ ეს იყო შემოთავაზება, რომელმაც ყველაზე მეტად გამაბედნიერა..." - თამარ ფხაკაძე "ოქროს ფრთის" ისტორიაზე

14:07 12-29-2017
116

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ ოქროს ფრთის პრეზიდენტმა თამარ ფხაკაძემ ტვპირველის გადაცემაში ქალების ნარატივი ოქროს ფრთის ისტორიაზე ისაუბრა.

როგორც თამარ ფხაკაძემ აღნიშნა, ფონდი 2003 წელს შეიქმნა, თუმცა მაშინ მის შემქნელ გუნდთან ერთად არ იყო და მას მოგვიანებით შეუერთდა. 

ფონდი ჟურნალისტმა ეთერ ჯიშკარიანმა შექმნა. რამდენჯერაც გავიგებდი, რომ წლის ბოლოს ვიღაც დაჯილდოვდა, ყოველთვის მინდოდა, მეც მქონოდა. მერე გამოვეცი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ისტორიების შესახებ წიგნი გმირი, ასევე გამოვეცი ბრაილის შრიფტით. რაც გაზეთი პრაიმტაიმი დაარსდა, ასევე ბრაილის შრიფტით გამოდის. ამის გამო 2010 წელს ოქროს ფრთა მივიღე. ამ ცერემონიალის შემდეგ, ქალბატონმა ეთერმა მითხრა, ხომ არ იქნებოდი პრეზიდენტიო. ალბათ ეს იყო შემოთავაზება, რომელმაც ყველაზე მეტად გამაბედნიერა და მომწონდა, რადგან ვიცი რა მნიშვნელობა აქვს ამ ჯილდოს და რა ძვირფასია ყველა ჟურნალისტისთვის, რომელსაც წლის ბოლოს ეუბნებიან, რომ დიდი მადლობა, შენ ძალიან კარგად იმუშავე და არა მხოლოდ ჟურნალისტისთვის, რა თქმა უნდა, - განაცხადა ფონდის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც დაჯილდოვების შემდეგ, ბევრი უკმაყოფილო ადამიანი ჩნდება, თუმცა ამას არეგულრიებს ის ფაქტი, რომ ოქროს ფრთას ძალიან სამართლიანი ჟიური ჰყავს, რომლის კომპეტენციასაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არავინ არავის ენდობა, ეჭვქვეშ ვერავინ აყენებს.

არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჟიურის გადაწყვეტილების უკმაყოფილოთა რიცხვი დიდი ყოფილიყოს, - აღნიშნა ფონდის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, წლევანდელ დაჯილდოვების ცერემონიალი სხვა წლებისგან განსხვავებული იყო.

სტუდენტები შარშან დავაჯილდოვეთ პირველად. სულ არის ახალი სახეების დეფიციტი ჟურნალისტიკაში, ამიტომ უნივერსიტეტებს ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ჩვენთვის სიები და იქიდან ავარჩიეთ და ვანახეთ საზოგადოებას. შარშანდელი ტანდემი შედგა - იბერიას ჟურნალისტია ის სტუდენტი, ვინც შარშან დავაჯილდოვეთ, საკმაოდ წარმატებულია და წელს უკვე მეტი სიხარულით ვაჯილდოვებდით სტუდენტებს და მინდა გითხრათ, რომ ოთხივეს ვუწევ რეკომენდაციას ტელევიზიების ხელმძღვანელებთან, ვინც წელს დავაჯილდოვეთ. კიდევ ის იყო მნიშვნელოვანი, რომ წლევანდელ დაჯილდოვებაზე სტუდენტების ჯილდოს დავარქვით ნუცა არა იმისთვის, რომ ის ტელეწამყვან მაია ასათიანის შვილია, არამედ იმიტომ, რომ 18 წლის სტუდენტის მემორიალი არსებობს საფრანგეთის უნივერსიტეტში, მისი სახელობის დაფინანსება აქვთ იქაურ სტუდენტებს, რომლის სახელზეც სტუდენტებმა ხე დარგეს. იმის თქმა მინდა, რომ ის 18 წლის ასაკში საკმაოდ წარმატებული იყო, - განაცხადა თამარ ფხაკაძემ.

მისი თქმით, წლევანდელ დაჯილდოვების დროს ბევრი პრიზიორი გამოიკვეთა, თუმცა შეზღუდული იყო რაოდენობა, ამიტომ ახალი წლის შემდეგ, როდესაც ოქროს ფრთის მომავალი ცერემონიალის დაგეგმვა დაიწყება, ამ ადამიანებს აუცილებლად გაითვალისწინებენ.

თამარ ფხაკაძემ პროფესიულ გამოცდილებაზეც ისაუბრა, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიაში დაიწყო და წამყვანის კითხვაზე, ხომ არ ენატრება ტელევიზია, აღნიშნა, რომ არა, იმიტომ, რომ დღეს ტვპირველის თოქ-შოუს პროდიუსერია.

როდესაც ინგამ ეს წინადადება გამიკეთა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. თავიდან ძალიან შეშინებული ვიყავი, რადგან დიდი ხანი არ მქონდა სატელევიზიო გამოცდილება. ახლა ვთვლი, რომ ზუსტად იქ ვარ, სადაც მინდა, რომ ვიყო. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე