როგორ ემზადებიან ახალი წლისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

13:41 12-30-2017
237
თეგები: ახალი წელი

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახალ წელს საინტერესო რიტუალებით ხვდებიან. ადამიანები როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში, უკეთესი წლის დადგომას ნატრობენ. ვნახოთ როგორ ხდება ახალი წლებისთვის მზადისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

ახალ წელს იაპონელები, ეზოებზე სხვადასხვა ფერის თოკებს კიდებენ და ახალი წლის მოლოდინში ჩვენი დროით 23:58 და 23:59 საათებზე სიცილ-ხარხარით ხვდებიან, რათა ოჯახი ბოროტი სულებისგან გაანთავისუფლონ.

ჩინეთშიც მსგავსი რიტუალი ტარდება, ახალი წლის მოახლოვებისას, ჩინეთის მოქალაქეები სახლებს ასუფთავებენ და ბავშვებს წითელ კონვერტებში ფულს ურიგებენ.

შვეიცარიის მოქალაქეები ახალ წელს ახალი კოსტიუმებით ხვდებიან, რათა ძველი ყველაფერი ძველ წელში დატოვონ.

ჰოლანდიაში ძველი წლის ბოროტი სულების განდევნის რიტუალი ცოტა არიყოს არაკანონიერია, მაგრამ ჰოლანდიელები ამას ყოველწლიურად აკეთებენ. ისინი 31 დეკემბერს ნაძვის ხეს წვავენ.

ჩილეში ახალი წლის ღამეს ყველა ჭამს თითო კოვზ შეჭამანდს, რათა ახალი წელი იყოს წარმატებული და ბედნიერების მომტანი წელი.

სამხრეთ აფრიკაში, თითქმის ყველა მოქალაქე ძველ ავეჯს ფანჯრიდან ყრის და ახალს ყიდულობს, რათა ახალი წელი ყოველივე კარგის მომტანი წელი იყვეს...

ესპანეთში ახალ წელს, ზუსტად 00:00 საათზე ყველა ესპანელი 12 ცალ ყურძნის მარცვალს ყლაპავს და სურვილებს ჩაიფიქრებენ ხოლმე, რიტუალის თანახმად, 
ყოველი სურვილი წელიწადის თითო თვეზე აუცილებლად ახდება.

დანიაში ძველ თეფშებს ეზოში ამტვრევენ, რათა ბოროტი სულები ახალ წელიწადში ოჯახს არ მიეკაროს.