დედაქალაქი ახალ, 2018 წელს განსხვავებული და მრავალფეროვანი ღონისძიებებით ხვდება. 31 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში, რამდენიმე ლოკაციაზე სხვადასხვა სახის ღონისძიებაა დაგეგმილი.
დღის ბოლოს, 23:00 საათიდან, საახალწლო გალა კონცერტები სამ ლოკაციაზე - გლდანში („სითი მოლი გლდანის“ ავტოსადგომი), ძველ თბილისსა (ევროპის მოედანი) და ვარკეთილში (ვარკეთილი III, მედიათეკის მიმდებარე სკვერი) გაიმართება.
11:00 - 17:00 საათი - ველო სანტები (კრწანისის რაიონი)
12:00 - 00:00 საათი - საშობაო ბაზრობა, საერთო ზონა - დედა ენის ბაღი
12:00 - 23:00 საათი - საახალწლო ბაზრობა - „ახალი ტფილისი“
12:00 - 18:00 საათი - საბავშვო გასართობი პროგრამები - დედა ენის ბაღი
12:00 - 19:00 საათი - კინოთეატრი ღია ცის ქვეშ - დედა ენის ბაღი 12:00 - 19:00 საათი - მანქანების პარკი - დედა ენის ბაღი
12:00 - 19:00 საათი - სახელოსნო/ვორქშოფები - დედა ენის ბაღი
12:00 - 20:00 საათი - საახალწლო სპორტული აქტივობები - დედა ენის ბაღი
15:00 - 21:00 საათი - New Comers - „ახალი ტფილისი“
23:00 საათი - გალა კონცერტი - გლდანი, ძველი თბილისი, ვარკეთილი
31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენი“, ავტობუსები და საბაგირო „რიყე-ნარიყალა“ მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურებიან. ახალი წლის ღამეს „მეტროპოლიტენი“ და ავტობუსები 23:00 საათიდან, პირველი იანვრის 04:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო საბაგირო - 03:00 საათამდე.