ნიუ-იორკში, ბრონქსში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, შედეგად სულ ცოტა 12 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას 6abc.com-ი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი შენობის პირველ სართულზე მდებარე ავეჯის მაღაზიაში გაჩნდა და მალე გავრცელდა დანარჩენ სამ სართულზე.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.