საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს განახლდება

11:55 01-03-2018
122

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება.

სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.

25 დეკემბრის სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, სოფიო გოგლიჩიძის შუამდგომლობა სხდომის გადადებასთან დაკავშირებით. 

პროკურორმა სააკაშვილის ადვოკატი სხდომის გადადების მოთხოვნის დაყენების გამო სიცრუესა და პროცესის გაჭიანურების მცდელობაში დაადანაშაულა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე