საერთაშორისო ჟურნალისტური ფონდის ოქროს ფრთის ლაურეატი ამერიკის ელჩი საქართველოში, იან კელი გახდა.
აშშ-ს ელჩს საქართველოში იან კელის ჯილდო საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისთვის გადაეცა.
სასტუმრო ბილტმორში გამართულ საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალზე, იან კელის ჯილდო აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიიღო, რომელმაც ორგანიზატორებს ელჩის სახელით მადლობა გადასცა.