საერთაშორისო ჟურნალისტური ფონდის ოქროს ფრთის ლაურეატი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტი ნოდარ მელაძე გახდა.
ნოდარ მელაძეს ჯილდო წლის ექსკლუზიური რეპორტაჟებისა და ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო გადაცემებისთვის გადაეცა.
სასტუმრო ბილტმორში გამართულ საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალზე, ნოდარ მელაძემ ორგანიზატორებს და საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.
ყოველთვის გიხარია, როდესაც შენს შრომას აფასებენ, ხედავენ. ყოველთვის გვიხარია ჟურნალისტებს, რადგან ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი პროფესიაა, რადგან ყველაზე მეტს ჟურნალისტები მუშაობენ და ყველაზე ხშირად მათ აკრიტიკებენ, -განაცხადა მელაძემ.