საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ერის სულიერი გაძლიერების, სამოქალაქო მშვიდობის ხელშეწყობისა და სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო ფონდის ოქროს ფრთისგან ჯილდო გადაეცა.
ოქროს ფრთია საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ მიიღო, რომელმაც ღონისძიების სტუმრებს პატრიარქის მიმართვა წაუკითხა.
დაახლოებით, 40 წუთის წინ მის უწმინდესობასთან გახლდით და ვთხოვე ოქროს ფრთის მმართველი გუნდისგან, მისი სახელით მცირე მიმართვა მეთქვა. მან ჩამაწერინა რამდენიმე წინადადება. თავიდან თქვა, რომ იქნებ სხვამ მიიღოს ეს ჯილდო, მაგრამ ავუხსენი, რომ ეს იყო ჟურნალისტების დიდი ნაწილის დიდი სურვილი და მან თავმდაბლობით მიიღო. უნდა ვეცადოთ, რომ გამოვსწორდეთ და შევიყვაროთ ერთმანეთი. გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორც დიდი სიყვარული, ასევე უზომოდ დიდი სიძულვილი. მე მქონდა ჩვენება, ვიყავი ბოდბეში, წმინდა ნინოს მონასტერში და დედებმა გადმომცეს დახვეული გრაგნილი. გავშალე და წმინდა სამება იყო გამოსახული, გადავაბრუნე გრაგნილი და ეწერა მთელს სიგანეზე ერთსულოვნება. იქნებ ვიფიქროთ ამაზე. ამას თხოულობს სამება ჩვენგან - ერთსულოვნებას. სამებაში ერთსულოვნებაა - ყოვლადწმინდა მამაში, ძეში და სულიწმინდაში. ნუ გავაშიშვლებთ სხვის ნაკლს - ჩვენი სიყვარულით დავფაროთ იგი. ყველას გეხვევით და გლოცავთ, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.