საერთაშორისო ჟურნალისტური ფონდის "ოქროს ფრთის" ლაურეატი ცნობილი მსახიობი, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გმირის - გრიშა კაკაჩიას როლის შემსრულებელი, დავით კვირცხალია გახდა.
სასტუმრო "ბილტმორში" გამართულ საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალზე, მსახიობმა ორგანიზატორებს და საზოგადოებას მადლობა ლექსით გადაუხადა.