შაკირა და ჟერარდ პიკე დაშორდნენ?

14:28 01-03-2018
528

დასავლური წყაროს ინფორმაციით, ჰოლივუდის ვარსკვლავური წყვილი, კოლუმბიელი მომღერალი შაკირა და ფეხბურთელი, ჟერერდ პიკე დაშორდნენ. მათი მეგობრები ადასტურებენ, რომ დიდი ხანია, წყვილი, საზოგადოების წინაშე ერთად აღარ  გამოჩენილა. მომღერალი და ფეხბურთელი, ამ ეტაპზე, კომენტარისგან თავს იკავებს. 

რამდენიმე დღის წინ, კი ისინი ნიუ-იორკის აეროპორტში, ბავშვებთან, 5 წლის მილანთან და 2 წლის საშასთან ერთად, დააფიქსირეს. სავარაუდოდ, წყვილი, შობის დღესასწაულის შესახვედრად, ნიუ-იორკიდან სახლში მიფრინავდნენ.

ფოტო, რომელიც პაპარაცებმა აეროპორტში დააფიქსირეს, მათი დაშორების შესახებ, ყველა გავრცელებულ ინფორმაციას უარყობს.

ფოტოზე, ნათლად ჩანს, რომ წყვილი ისევ შეყვარებულია და თავს, ბედნიერად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ შაკირამ და ჟერარდმა ერთმანეთი, კლიპის, Waka Waka-ს გადაღების დროს გაიცნეს, რომელიც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნი გახდა.

2013 წელს, მათი ვაჟი, მილანი დაიბადა, 2 წლის წინ კი, საშა.  

იხ. ფოტოები: 

ავტორი: რუსა ღვანიძე