"ოქროს ფრთის" ჯილდო ,,პრაიმტაიმის“ ჟურნალისტს მირიან ბოქოლიშვილის გადაეცა

14:41 01-03-2018
162

საერთაშორისო ჟურნალისტთა ფონდ ოქროს ფრთის ჯილდო წელს გაზეთ პრაიმტაიმის ჟურნალისტს მირიან ბოქოლიშვილს სამართლისა და კრიმინალის სფეროში ფაქტებისა და მოვლენების პრესაში პროფესიონალურად გაშუქებისთვის გადაეცა.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა ,,ოქროს ფრთამ“ რიგით მე-15 საიუბილეო დაჯილდოვების ცერემონია 26 დეკემბერს გამართა. 2017 წელს ,,ოქროს ფრთის“ ჟიურიმ გამარჯვებულები 23 ნომინაციაში გამოავლინა.

„ოქროს ფრთა“ - ეს არის ჯილდო, რომელიც უკვე 15 წელია გადაეცემათ როგორც ჟურნალისტებს, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულნი არიან ჟურნალისტურ საქმიანობასთან.

,,ოქროს ფრთის“ ფონდი 2003 წელს ჟურნალისტმა ეთერ ჯიშკარიანმა დაარსა. მე-7 წელია ფონდის პრეზიდენტი გახლავთ „პრაიმტაიმის“ დამფუძნებელი თამარ ფხაკაძე.

 

 

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე