საერთაშორისო ჟურნალისტთა ფონდ "ოქროს ფრთის" ჯილდო წელს "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნანა ლეჟავას ახალი ამბების საუკეთესო გაშუქებისთვის, საქმისადმი პროფესიული დამოკიდებულებისთვის გადაეცა.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა ,,ოქროს ფრთამ“ რიგით მე-15 საიუბილეო დაჯილდოვების ცერემონია 26 დეკემბერს გამართა. 2017 წელს ,,ოქროს ფრთის“ ჟიურიმ გამარჯვებულები 23 ნომინაციაში გამოავლინა.
„ოქროს ფრთა“ - ეს არის ჯილდო, რომელიც უკვე 15 წელია გადაეცემათ როგორც ჟურნალისტებს, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულნი არიან ჟურნალისტურ საქმიანობასთან.
,,ოქროს ფრთის“ ფონდი 2003 წელს ჟურნალისტმა ეთერ ჯიშკარიანმა დაარსა. მე-7 წელია ფონდის პრეზიდენტი გახლავთ „პრაიმტაიმის“ დამფუძნებელი თამარ ფხაკაძე.