პროცესების განვითარების ორი შესაძლო ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ - ექსპერტი ირანში მიმდინარე პროცესებზე

17:20 01-03-2018
223

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ნიკა ჩიტაძე ირანში მიმდინარე მოვლენების განვითარების ორ შესაძლო ვარიანტს განიხილავს.

როგორც ჩიტაძემ "პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა, ირანელი ხალი ყოველთვის ხასიათდებოდა ამა, თუ იმ რეჟიმთან ბრძოლის უნარიანობის მაღალი დონით.

"აღსანიშნავია თუნდაც 1979 წელს ირანის ისლამური რევოლუცია, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობისთვის შაჰის კორუმპირებული რეჟიმი აღმოჩნდა მიუღებელი. დღევანელ სიტუაციას რაც შეეხება, სოციალური მოთხოვნები პოლიტიკურში გადაიზარდა და ძალზედ საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, ეს მაღალი საპროტესო მუხტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეს მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ირანს ჰყავს დაახლოებით, 50-ათასიანი რევოლუციური გვარდია, რომელიც ერთგულია ისლამური რეჟიმის და მზად არის წინ აღუდგეს ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ გამოვლინებებს. ამიტომაც, პროცესების განვითარების ორი შესაძლო ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ - ირანი შესაძლოა ჩვეულებრივ რესპუბლიკად გადაიქცეს, და სახელმწიფოს მეთაური იყოს პრეზიდენტი და არა რელიგიური ლიდერი და მეორე ვარიანტია, რომ შესაძლებელია, ის მოვლენები განვითარდეს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩინეთში- როდესაც 1989 წელს ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით დაამხეს, კომუნისტური რეჟიმი გამყარდა. ორივე ვერსია შეგვიძლია განვიხილოთ", - განაცხადა ექსპერტმა. 

ირანში ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციების ტალღა ერთ-ერთ ქალაქში პროდუქტების გაძვირების გამო დაიწყო, რამდენიმე დღეში კი მთელ ქვეყანას მოედო და პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. შეტაკებებს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყნის პრეზიდენტმა მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ამ მოწოდების ფონზე პროტესტი და დაპირისპირება უფრო გამწვავდა. ირანის ხელისუფლება ფიქრობს, რომ აქციების უკან აშშ და საუდის არაბეთი დგას. ბოლო ინფორმაციით, აქციების დროს სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე