თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა რამიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და მომჩივანი მხარის, თათია სამხარაძის სარჩელი დააკმაყოფილა. სამხარაძე რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა.
"ტაბულას" ინფორმაციით, რამიშვილს მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. მას 2 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.
სასამართლოს დღევანდელ სხდომას არც შალვა რამიშვილი და არც მისი ადვოკატი არ დასწრებიან.
საქმის დასაბუთება სამხარაძეს და მის ადვოკატებს ერთი თვის ვადაში ჩაბარდებათ.