ჯესიკა ალბა მრავალშვილიანი დედა გახდა - "საუკეთესო საჩუქარი საახალწლოდ"

18:22 01-03-2018
1354

36 წლის ჯესიკა ალბა მესამედ გახდა დედა. მსახიობს და მის რჩეულს, კეშ უორენს ბიჭი შეეძინათ. წყვილი მესამედ მშობლები 31 დეკემბერს გახდნენ. ჯესიკამ შვილის დაბადების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ინსტაგრამის საშუალებით ამცნო და პირველი ფოტო გამოაქვეყნა. 

საუკეთესო საჩუქარი ახალი წლისთვის. მე და კეში ძალიან ბედნიერები ვართ - წერს ალბა ინსტაგრამზე.