კურიერი: ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს კიდევ 2 მოზარდი დაიჭრა

21:16 01-03-2018
1718

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევისას, რომელსაც 51-ე სკოლის მოსწავლეების სიცოცხლე შეეწირა, კიდევ ორი მოზარდი დაიჭრა. „კურიერისთვის“ ტრაგიკული საქმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არაოფიციალურად კურიერს წყაროები ადასტურებენ,  რომ ორ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ჭრილობები კიდევ ორმა მოზარდმა მიიღო.

16 წლის ბრალდებულის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე ეჭვობს, რომ გამოძიება მიზანმიმართულად საქმეს არაობიექტურად იძიებს.

„კურიერის“ ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს, დანით მსუბუქი ჭრილობები კიდევ ორმა მოზარდმა მიიღო.