ნიუ-იორკის სკოლები დიდთოვლობის გამო დროებით დაიკეტა. ეს გადაწყვეტილება ქალაქის მერმა ბილ დე ბლაზიომ მიიღო.
აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ნიუ-იორკსა და მის შემოგარენში უახლოეს დღეებში დიდთოვლობა და უჩვეოლოდ დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ცნობით, პირველი თოვლის შტორმი სწორედ ნიუ-იორკს ემუქრება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოესი დღეების განმავლობაში ტემპერატურა კიდევ -20 გრადუსამდე დაიწევს.