ორთაჭალაში, გვიან ღამით, სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი ნიუ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაზნრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დამნაშავე ჯერჯერობით დაკავებული არ არის.