აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ქალიშვილი, 24 წლის ტიფანი ტრამპი, ახალი წლის ღამეს, Playboy-ის საღამოზე მიიწვიეს.
hellomagazine-ს წყაროს ცნობით, ტიფანი, ახალ წელს, მამასთან ერთად, თეთრ სახლში უნდა შეხვედროდა, მაგრამ წესები და ტრადიციები დაარღვია და Playboy-ის საღამოს წვეულება აირჩია.
პრეზიდენტის ქალიშვილი, წვეულებაზე, Playboy-ის იმპერიის მემკვიდრემ, ჰიუ ჰეფნერის ვაჟმა, 26 წლის კუპერ ჰეფნერმა მიიწვია. ჰეფნერი, ყველანაირად ცდილობდა, რომ ტიფანის კომფორტულად ეგრძნო თავი. ცნობილია, რომ კუპერმა, 2 წლის წინ, მსახიობ, სკარლეტ ბირნიზე იქორწინა, რომელიც წვეულებაზე კუპერთან ერთად იმყოფებოდა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ტიფანის დაბადებამდე, რამდენიმე ხნით ადრე, ჰიუ ჰენერმა, Playboy-ის საახალწლო წვეულებაზე, მისი დედა, მარლი მეიპლზი დაპატიჟა, რომელსაც Playboyის კურდღლის ფორმაში პოზირება შესთავაზა. ამ შეთავაზებას, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და მილიონი დოლარის გადახდა შეთავაზა, თუკი მათ ფოტოს, ჟურნალის მთავარ გვერდზე გამოაქვეყნებდა.
წყვილის ფოტოსესია, არ შედგა - მარლამ ამ წინადადებაზე, უარი განაცხადა.
იხ ფოტოები: