კანის 71-ე კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი კეიტ ბლანშეტი იქნება

15:21 01-04-2018
156

კანის 71-ე კინოფესტივალს, რომელიც 8-დან 19 მაისამდე გაიმართება ჟიურის პრეზიდენტი ავსტრალიელი მსახიობი, მრავალგზის საერთაშორისო პრემიის ლაურიატი და „ოსკარის“ მფლობელი კეიტ ბლანშეტი გახდა. 

"კანის კინოფესტივალს როგორც მსახიობი, პროდიუსერი, ნომინანტი და კონკურენტი, ისე ვესწრებოდი, თუმცა ასეთი პატივი ჯერ არასოდეს მქონია. უბედნიერესი ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს კინოფესტივალის ფარგლებში არსებული ყველა ფილმი განსაკუთრებული მისიით ვნახო. მე მაქვს პატივი პატივი და პასუხისმგებლობა ვიყო წლევანდელი ჟიურის პრეზიდენტი, ” - ამბობს კეიტ ბლანშეტი. 

კეიტ ბლანშეტი 2 ოსკარის, 3 ბაფტას , 3 ოქროს გლობუსის და 2 აშშ-ის კინომსახიობთა გილდიის პრემიის მფლობელია.