"ეს ტრაფარეტი, ჩემს თაყვანისმცემლებს ეკუთვნის" - კრისტიანუ რონალდუმ მადეირაში გადაღებული პირადი ჯილდოების ფოტო გამოაქვეყნა

15:39 01-04-2018
315

საფეხბურთო კლუბი რეალის და პორტუგალიის ნაკრების  თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ, რამდენიმე დღის წინ, მადეირას კუნძულს ეწვია. ეს სწორედ ის მშობლიური ადგილია, სადაც მისი სპორტული კარიერა დაიწყო. 

გასული წლის მარტში, პორტუგალიის ხელისუფლებამ, მადეირას აეროპორტს, კრიშტიანუ რონალდუს სახელწოდება მიანიჭეს. მადეირაში, ასევე გაიხსნა, მისი სახელობის მუზეუმი და სასტუმრო კომპლექსი. 

ფეხბურთელმა, ინსტაგრამზე, მადეირაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კრიშტიანუ, მის 15, პირად ჯილდოსთან ერთად პოზირებს, რომელიც მისი კარიერის მანძილზე დაიმსახურა. 

როცა მე, მადეირას ქუჩებში ვთამაშობდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დრო, როცა, ერთ მშვენიერ დღეს,  ასეთ ფოტოს გამოვაქვეყნებდი. ამ ფაქტს ვუძღვნი, ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, გუნდის წევრებს, ჩემს მწვრთნელებს, ვინც მე მასწავლიდა, პორტუგალიის ნაკრების და კლუბის ყველა თანამშრომელს, განსაკუთრებით კი, უღრმეს მადლობას ვუხდი, ჩემს თაყვანისმცემლებს, ეს ტრაფარეტი, მათ ეკუთვნის - წერს ფოტოზე კომენტარს, კრიშტიანუ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ, არა მარტო წარმატებული ფეხბურთელი, არამედ, მრავალშვილიანი მამაა - ჰყავს, 7 წლის ვაჟი, რონალდუ-უმცროსი, ტყუპები, მატეო და ევა, რომელიც სუროგატი დედისგან შეეძინა და ახალშობილი, ალან მარტინი, რომელიც, მისმა შეყვარებულმა, ჯორჯინა როდრიგესისმა გაუჩინა. 

იხ. ფოტო:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე