"ნაციონალური მოძრაობა" "გაზპრომის" თემაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას კვლავ ითხოვს

11:34 01-05-2018
94

"გაზპრომის" თემაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დღეს კიდევ ერთხელ დააყენა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე.

მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებული მოთხოვნა, 6 თვეა ჩამოკიდებულია კედელზე და ის დროულად უნდა გავიდეს.

ამის შესახებ გოცირიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაქვეყნა გუშინ განცხადება, რომ საქართველო რუსეთიდან გაზს არარ შეისყიდის, დადასტურდა ის, რომ საქართველოს მთავრობას გაზის საყიდელი თანხა არ აქვს და ეს "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების ბრალია, რომელმაც ქვეყანა 80 მილიონით აზარალა.

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე