დემი მურის რომანი მისი ქალიშვილის მეგობართან აქვს - "მტკიცებულება იმისა, რომ ასაკი - ეს მხოლოდ ციფრებია"

13:30 01-05-2018
410

ჰოლივუდის ვარსკვლავი, 55 წლის დემი მური, მისი ქალიშვილის, რუმერის ახლო მეგობარს, 25 წლის მუსიკოს, ამერიკელ მომღერალს, ნიკ ჯონსს ხვდება. მას შემდეგ, რაც მსახიობი,  ეშტონ კატჩერს დაშორდა, ვიტო შტაბელთან და ჰარი მარტონთან ჰქონდა, სასიყვარულო რომანი. 

ცნობილია, რომ  ჯონსს ადრეც, მასზე უფროს ქალბატონებთან, ქეიტ ჰადსონთან და ავსტრალიელ მომღერალ, დელტ გუდრემთან ჰქონდა რომანი. 

 ნიკი, ყველაზე ახალგაზრდაა, დემის მამაკაცებს შორის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ასაკი - ეს მხოლოდ ციფრებია - ამბობს სანდო წყარო. 

ამ ინფორაციასთან დაკავშირებით, ნიკი და დემი, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.  

შეგახსენებთ, რომ დემის,  სამი ოფიციალური ქმარი ჰყავდა. 1980-1985 წლებში, მსახიობი გათხოვილი იყო, როკ მუსიკოსზე, ფრედი მურიზე, 1987 წელს, ცოლად გაჰყვა, ბრუს ვილისს, რომელთანაც სამი ქალიშვილი, რუმერი, სკაუტი და ტალულუ ჰყავს. 2005 წელს, კი ეშტონ კატჩერთან იქორწინა, რომელსაც 2011 წელს დაშორდა.  

იხ.ფოტოკოლაჟი: 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე