ექსპერტი ფიქრობს, რომ სააკაშვილისთვის გამოტანილი განაჩენი ქვეყნისთვის საზიანოა

16:47 01-05-2018
257

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფოსთვის სჯობდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სხვა განაჩენი გამოეტანა.

ამის შესახებ ექსპერტმა "პრაიმტაიმს" განუცხადა. 

"თუნდაც იმ საკითხზე, რომ სააკაშვილი როგორც უარის მთქმელი საქართველოს მოქალაქეობაზე, გამხდარიყო პერსონა ნონგრატა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში და მას ექნებოდა შესაძლებლობა, რომ ევროპის და ამერიკის  კეთილგანწყობის გამო გაეგრძელებინა აქტიური ქმედება ოღონდ არა საქართველოში, ან უკრაინაში, ახლა რაც მივიღეთ აქაც ურთიერთდაპირისპირებული საზოგადოების შეფასებებით სრულიად განსხვავებული", - განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ არ მოვახერხოთ დანგრევა ჩვენი პოზიტიური პერსპექტივის, რომელსაც წარმოვიდგენთ ევროკავშირში, ნატო-ში ზოგადად საერთაშორისო სივრცეში სიამაყით არსებობის შესაძლებლობას.

"ჩვენ კი კვლავ წარსულში ვართ ჩაფლული, მესმის მრავალი ჩვენი თანამემამულის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელბსაც სამუდამო პატირობისთფისაც ძალუძთ გაიმეტონ ჩვენი მესამე მპრეზიდენტი. ერთი თვალის აგდავლებით ევროპელი ან ამეირკელი ამომრჩევლების მიერ ალბათ გაგებარი იქნება ვის და რატომ ვირჩევტ ხოლმე ამ თანამდებობაზეგამომდინარე იქიდან რომ ჩვენ თავად მოვკალით პირველი  პრეზიდენტი, თავად გამოვაცხალეთ სავარძელი ემორე პრზიდენტს ახლა ციხეშ უნდა ცავსვათ მესამე პრეზიდენტი. არის თუ არა სანდო ქვეყანა, რომელსაც აგერ ორ ათეულ წელზე მეტია ვერ გაურკვევია ვინ უნდა იყოს ქვეყნი სათავეში", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს 3 წლით პატიმრობა მიესაჯა და თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლითა და 2 თვის ვადით ჩამოერთვა.

 

ლიზი არსოშვილი