ჰლოი კარდაშიანის გულახდილი ინტერვიუ - "ჩემი ოჯახის ყველა წევრის მშობიარობას ვესწრებოდი - ეხლა მათი რიგია"

16:57 01-05-2018
299

ჰლოი კარდაშიანმა, რამდენიმე დღის წინ, ინსტაგრამზე, საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა, რითაც მისი ორსულობა დაადასტურა. ჰლოი, ამ ფაქტს, 6 თვის განმავლობაში მალავდა. ფოტოზე, ფეხმძიმე ჰოლის, მისი 26 წლის ბოიფრენდი, ცნობილი კალათბურთელი, ტრისტან ტომპსონი, მუცელზე ეფერება.  

ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, კარდაშიანი, ელენ დეჯენერსის თოქ-შოუს სტუმარი იყო, სადაც ჰლოიმ, მომავალ გეგმებზე ისაუბრა. 

ამის შემდეგ, ჯიმ კიმელის თოქ-შოუს ეწვია და ვრცელი ინტერვიუ მისცა. 

პირველად ტრისტანმა შემამჩნია, რომ ორსულად ვიყავი და ხშირად მიმეორებდა, ფეხმძიმედ ხარო. მე არ ვეთანხმებოდი და ვეუბნებოდი, შეუძლებელია, რომ ორსულად ვიყო მეთქი. როცა ტრისტანი, ქვეყნიდან გაემგზავრა, მე ტესტი ჩავიტარე და აღმოჩნდა, რომ ნამდვილად ორსულად ვყავი. ჩემი ორსულობა, მხოლოდ ტრისტანმა, ჩემმა ასისტნტმა და  გადამღებმა ჯგუფმა, Keeping Up With The Kardashians, იცოდნენ, მხოლოდ ამის შემდეგ გავუმხილე, ჩემს ოჯახს, ჩემი ფეხმძიმობა - ამბობს ჰლოი.

ჩემი და, კორტნი, უამრავ რჩევებს მაძლევს, რომელთაც ვერ გავაკეთებ, რადგან ამის სურვილიც კი არ მაქვს.  მაგალითად, მეუბნება, რომ ბავშვის ოთახში, ტელევიზორი არ უნდა დავდგა - მე ხომ ცოცხალი ადამიანი ვარ და როცა ბავშვს ძუძუს ვაჭმევ, რამით ხომ უნდა დავკავდე - ამბობს ჰლოი ინტერვიუში. 

მშობიარობა, კლივლენდში დავგეგმე, სადაც ბავშვის მამა ცხოვრობს. ვთვლი, რომ ტრისტანი, როგორც ჩემი ოჯახის ყველა წევრი, უნდა დაესწროს ჩემს მშობიარობას. მე, ჩემი ოჯახის, ყველა წევრის მშობიარობას ვესწრებოდი -  ეხლა, მათი რიგია - ამბობს კარდაშიანი.

იხ. ვიდეორგოლი: 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე