ახალი წლის ღამეს თბილისში სამ ლოკაციაზე გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი. ვარკეთილის სცენაზე ქეთათო ჩარკვიანმაც იმღერა. მის გამოსვლას სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა. „არც სხვას ამღერებს და თვითონ ასე ასრულებს“, - წერდა სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი.
„ქეთათომ ირაკლი მეორედ მოკლა“; „რუსული სიმღერა უფრო მოუხდებოდა“. ამგვარ კომენტარებს ქეთათოს ნამღერზე ბევრს ნახავთ. ჩვენ მასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მის ტელეფონს უცნობმა ხმამ უპასუხა და დაწვრილებით გამოგვკითხა, რა შეკითხვების დასმა გვინდოდა ქეთათოსთვის. თუ დაინტერესდება, თავად დაგირეკავთო, ბოლოს ასე დაგვემშვიდობა. ამ დრომდე ქეთათოს ჩვენთვის არ დაურეკავს.