დეკანოზს არ ნახულობ და რატო არ ნახულობთო, ნახულობ და რატომ ნახულობთო, რა ვქნათ?! - ბოტკოველი მამა კახაბერისა და გიორგი მამალაძის შეხვედრაზე

18:11 01-05-2018
132

პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის ბრალდებულის, მამა გიორგი მამალაძის მატროსოვის ციხეში მამა კახაბერ ბოტკოველის მიერ მონახულება საპატრიარქოსთან შეთანხმებული იყო.

ამის შესახებ ბოტკოველმა "პრაიმტაიმს" განუცხადა, თუმცა არ დააკონკრეტა, რასტან დაკავშირებით ისაუბრეს შეხვედრაზე მათ.

"მამა კახაბერი 2-3-ჯერ იყო ნამყოფი უკვე დეკანოზთან და ნახა. თვითონ ითხოვს პატიმრობაში მყოფი, რომ ნახონ ხოლმე სასულიერო პირებმა. არ ნახულობ და რატო არ ნახულობთო, ნახულობ და რატომ ნახულობო, რა ვქნათ?! რაზე ისაუბრეს, რა ჩემი გასარკვევია. დაურეკეთ მამა კახაბერს, დანარჩენზე თვითონ გაგცემთ პასუხს", - განაცხადა პატრიარქის მდივანმა.

ახალი წლის წინა დღეებში საპატრიარქოს წარმომადგენლები 4 საათის განმავლობაში დეკანოზ გიორგი მამალაძეს მატროსოვის ციხეში ხვდებოდნენ. მათ შორის ერთ-ერთი მამა კახაბერ გოგოტიშვილია.

ადვოკატების ცნობით, მამა კახაბერ გოგოტიშვილი დეკანოზს ციანიდის საქმის შესახებ ესაუბრებოდა და დამატებით ინფორმაციას იღებდა. 

მამა კახაბერ გოგოტიშვილის თქმით, კი ის დეკანოზს პირად საკითხზე შეხვდა და ციანიდის საქმესტან დაკავშირებული არ არის.

ავტორი: ლილუ მიროტაძე