ელენე ხოშტარია: ამორალურია, გირგვლიანის საქმის პოლიტიკურად გამოყენება

19:08 01-05-2018
276

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"წინა ხელისუფლებამ ხო მოვიჭერით თავი გირგვლიანის საქმეზე, ნამუსიც გავირეცხეთ და საფლავიც გამოვითხარეთ. ეხლა ესენი არიან უნამუსობის სპორტში ჩაბმულები. ამორალურია, პოლიტიკურ ზიანს რომ თავი დაანებო, გირგვლიანის საქმის პოლიტიკურად გამოყენება" - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლოებში პირველი განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით ჩამოერთვა. 

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის.