ბაქოში სამგზავრო ავტობუსი ამოტრიალდა. ავარიის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაშავდა, მათგან 2 არასრულწლოვანია.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ გამოკვლევები უტარდებათ.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბება გახდა.