ალილოს მსვლელობას კახა კალაძე შეუერთდება

21:07 01-06-2018
767

თბილისის მერი კახა კალაძე ხვალ, 14:00 საათზე ალილოს მსვლელობას შეუერთდება და მონაწილეებს საშობაო ნობათს გადასცემს. 

წელს, ალილოს მსვლელობა დაიწყება 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან და რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში.

მრავალი წელია ქრისტეშობას – 7 იანვარს თბილისში ეწყობა ტრადიციული საშობაო საზეიმო მსვლელობა „ალილო“. დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია 2000 წელს აღდგა კათოლიკოს–პატრიარქის ილია II კურთხევით. მსვლელობაში მონაწილეობს ქალაქ თბილისის მოსახლეობა, მრევლი და სამღვდელოება.

ავტორი: ლილუ მიროტაძე