ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა.
ტრადიციული ალილოს მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა სასულიერო პირებმა, მრევლმა და სტიქაროსნებმა მიიღეს.
საზეიმო მსვლელობას სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეურთდნენ, მსვლელობის მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
ალილოს მსვლელობა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა