მექსიკაში სროლისას 8 ადგილობრივი და 3 პოლიციელი გარდაიცალა

10:59 01-08-2018
87
თეგები: მექსიკა

მექსიკაში სროლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა. ინციდენტი კურორტ აკაპულკოსთან მოხდა, სადაც  მაცხოვრებლები ადგილობრივი  პოლიციის ძალებს დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას rt - ი ავრცელებს.

სროლის მიზეზი პოლიციელების მხრიდან ზეიმზე ერთერთი ახალაგაზრდისთვის უხამს ქცევაში წაყენებული ბრალდება გახდა.

ფერმერები მას გამოესარჩლნენ, პოლიციელებმა კი ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა.

მოგვიანებით, ადგილობრივმა პოლიციამ ქალაქში შესულ სახელმწიფო ჯარსა და პოლიციელებს გაუწიეს წინააღმდეგობა, რის შედეგადაც 3 ადგილობრივი პოლიციელი გარდაიცვალა. სამთავრობო ოპერაციის შედეგად 30 ადგილობრივი სამართალდამცველი დააკავეს.

ავტორი: ლილუ მიროტაძე