ირანში დაწყებით კლასებში ინგლისური ენის სწავლება აკრძალეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის განცხადება გახდა, რომელიც მიიჩევს, რომ ინგლისური ენის ნაადრევმა სწავლებამ დასავლეთის კულტურულ შემოჭრას შეუწყო ხელი.
როგორც უმაღლესი განათლების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა, ინგლისური ენის სწავლება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების დაწყებით კლასებში კანონებსა და ნორმებს ეწინააღმდეგება.
ოფიციალურად ინგლისური ენის სწავლების აკრძალვა ირანში ახლახან დაწყებულ მასობრივ გამოსვლებს არ უკავშირდება, თუმცა ადრე აიათოლა ხამენეიმ განაცხადა, რომ დემონატრანტების ქმედებები საზღვარგარეთიდან იმართება.
თეირანში, მეშჰედში, ისპაჰანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული.