ყველაზე ლამაზი წყვილი "ოქროს გლობუსი - 2018"-ის დაჯილდოების ცერემონიაზე

13:19 01-08-2018
383

ოქროს გლობუსის 75-ე ცერემონია დღეს, თბილისის დროით, დილის 5 საათზე დაიწყო.  

   

წლევანდელი ოქროს გლობუსი-ის წამყვანი, სეთ მეიერსი იყო.

დაჯილდოების ცერემონიაზე, ოქროს გლობუსი - 2018,  ყველა ვარსკვლავი, შავი სამოსით მივიდა. ჰოლივუდელებმა, ეს გადაწყვეტილება, სექსუალური ძალადობის გასაპროტესტებლად მიიღეს. 

წითელ ხალიჩაზე, შავი სამოსით პოზირება, საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა, რადგან, ეს ფერი, ძირითადად, ყველა ადამიანს ძალიან უხდება. თუმცა, ცხადია, დრესკოდი, ელეგანტურობის გამო არ მიიღეს. სექსუალური ძალადობის გარდა, ვარსკვლავებმა, ჰოლივუდში, გენდერული ნიშნით, დისკრიმინაციაც გააპროტესტეს. 

რამდენიმე საათის წინ, სასტუმრო The Beverly Hilton Hotel- ში დასრულდა,  ოქროს გლობუსის დაჯილდოვების, 75-ე ცერემონია. 

როგორ გამოიყურებოდნენ, 2018 წლის, ნომინანტები წითელ ხალიჩაზე:

მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი და მსახიობი ჯესიკა ბილი, ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიალზე, ერთად გამოჩნდნენ. წყვილი, იშვიათად ჩნდება ერთად საზოგადოებაში. ამ ეტაპზე,  ჯესიკა, პირველად იყო პრემიის ლაურეატის ნომინანტი. მართალია, მასახიობმა, ჯილდო ვერ დაიმსახურა, მაგრამ სამაგიეროდ, ოქროს გლობუსისცერემონიის, ყელაზე ლამაზ წყვილად, დაასახელეს.  

ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი - წყვილი, რომელიც არასოდეს არ მალავს საკუთარ გრძნობებს, არც პუბლიკის წინაშე. ოქროს გლობუსის ცერემონიაზე, როგორც ყოველთვის, ისინი საზოგადოების წინაშე, ერთმანეთს კოცნიდნენ და ეხვეოდნენ. ინტერვიუში, კიტ ურბანმა, განაცხადა, რომ ნიკოლის გამარჯვებაში, ეჭვიც არ ეპარებოდა, და ასეც მოხდა: ნიკოლ კიდმანს, ნომინაციაში მინი-სერიალების, საუკეთესო მსახიობი, სელესტის როლის შესრულებისთვის,  სერიალიდან, დიდი პატარა ტყუილები, ოქროს გლობუსის პრიზი, სწორედ, ნიკოლ კიდმანს გადაეცა. 

იხ ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე