წლევანდელი ოქროს გლობუსის ცერემონია სხვა შოუებისგან გამორჩეული იყო. ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია სოლიდარობის აქციად აქციეს. სტუმრები ბევერლი ჰილსში გაშლილ წითელ ხალიჩაზე შავი ფერის სამოსით მივიდნენ. ამ ფორმით მსახიობებმა სოლიდარობა გამოხატეს სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა მიმართ და ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. გთავაზობთ ოქროს გლობუსის წითელი ხალიჩის სტუმრების ფოტოკოლაჟს.