წლევანდელი ოქროს გლობუსის ცერემონია სხვა შოუებისგან გამორჩეული იყო. ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია სოლიდარობის აქციად აქციეს. სტუმრები ბევერლი ჰილსში გაშლილ წითელ ხალიჩაზე შავი ფერის სამოსით მივიდნენ. აგრეთვე ცერემონია ჟურნალისტებისთვის საინტერესო იყო ბრედ პიტის ყოფილი მეუღლეების, ანჯელინა და ჯენიფერ ერთმანეთს შეხვედრის მომენტი. როგორც მედია წერს ეს უნდა ყოფილიყო ენისტონისა და ჯოლის ისტორიული შეხვედრა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ვინაიდან წითელ ხალიჩაზე ჯენიფერ ენისტონი არ გამოჩენილა. მსახიობი უკვე დარბაზში იყო.
ენისტონმა ცერემონიალზე ჯილდო გადასცა საუკეთესო მსახიობი ქალს მუსიკალურ ან კომედიურ სერიალში - რეიჩელ ბროსნანს და ელიზაბეტ მოსის.
როგორც ტაბლოიდები წერენ, ჯერჯერობით უცნობია როგორ ჩაიარა ბრედ პიტის ყოფილი მეუღლეების პირისპირ შეხვედრამ.