ბრედ პიტმა GOT-ის სერიის ყურებაში 120 000 $ გადაიხადა

21:41 01-08-2018
1273

შონ პენმა ჰაიტის დასახმარებელი საქველმოქმედო საღამო გამართა, სადაც აუქციონი მოეწყო, სადაც ჰოლივუდელმა მსახიობმა ბრედ პიტმა სამეფო კარის თამაშების ერთი სერიის ყურებაში 120 ათასი დოლარი გადაიხადა. თავდაპირველად მსახიობი ერთი სერიის ყურებაში 20 000 დოლარს იხდიდა, თუმცა მას კონკურენტი მსახიობები გამოუჩნდნენ და მოგვიანებით ფასი 120 000 ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა.

ბრედ პიტი სერიალის მთავარ გმირებთან ერთად ემილია კლარკთან და კიტ ჰარინგტონთან ერთად შეძლებს ძვირადღირებული სერიის ნახვას.