კეტი პერის და ორლანდო ბლუმი კლავ ერთად არიან

12:10 01-09-2018
394

როგორც ჩანს, კეტი პერის და ორლანდო ბლუმი კლავ ერთად არიან. პაპარაცებმა წყვილი მალდივების სანაპიროზე დააფიქსირეს. წყვილი 5 ვარსკვლავიან სასტუმროში არის დაბინავებული. 

შეგახსენებთ, რომ კეტი პერის და ორლანდო ბლუმის სიყვარულზე 2016 იანვრიდან მოყოლებული ჭორაობენ, როცა ისინი ოქროს გლობუსის წვეულებაზე ერთად დააფიქსირეს. თუმცა, გასული წლის თებერვალში წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 

მას შემდეგ, რაც წყვილი ერთად შენიშნეს, ურთიერთობაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.