"ეთერში ორშაბათიდან ვბრუნდები..." - ლევან ჩხაიძე "იბერიადან" წასვლის მიზეზებზე "პრაიმტაიმთან" საუბრობს

20:09 01-09-2018
1165

ტელეწამყვან ლევან ჩხაიძეს, რომელსაც ტელეკომპანია "იბერიაზე" თოქშოუ "ცენზურის გარეშე" მიჰყავდა, 15 იანვრიდან მაყურებელი ახალ ამპლუაში ტელეკომპანია "პირველის" ეთერში იხილავს.

ამის შესახებ ჟურნალისტმა "პრაიმტაიმს" განუცხადა.

როგორც ჩხაიძე ამბობს, ტელეკომპანიიდან წასვლის მიზეზი, უფრო საინტერესო წინადადება გახდა. 

"ჩემთვის უფრო საინტერესოა ტელეკომპანია "პირველი" შემოქმედებითობის კუთხით და უფრო კარგი წინადადება მივიღე, ამიტომაც წამოვედი "იბერიიდან". კვირაში სამი დღე წავიყვან "დღის ამბებს" და პარასკეობით "პირველებია" ასეთი გადაცემა, და იმაზეც ვიმუშავებ", - განაცხადა ტელეწამყვანმა.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე