პრაიმტაიმის ინფორმაციით, ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო გამოშვებას დღის ამბებს ნინო ჟიჟილაშვილი და იბერიიდან გადასული ლევან ჩხაიძე წაიყვანენ.
ლევან ჩხაიძემ აღნიშნული პრაიმტაიმს თავად დაუდასტურა.
რაც შეეხება დღის ამბების კიდევ ერთ წამყვანს დიანა ტრაპაიძეს, ის დეკრეტში გავიდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მის ნაცვლად საინფორმაციო გამოშვება ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნინო შუბლაძეს უნდა წაეყვანა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, მან პიარში დაბრუნება გადაწყვიტა და ნინო შუბლაძე მთავრობის ინტეგრირებული პიარსამსახურის ხელმძღვანელის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.