პანკისის სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება.
პროკურატურა დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის ექსპრტიზაში ჩართვას დათანხმდა.
მაჩალიკაშვილის გარდაცვალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ჯანდაცვის სამინისტრო თემირლან მაჩალიკაშვილის თურქეთის კლინიკაში გადაყვანას გეგმავდა , რადგან თურქეთმა მის მიღებაზე თანხმობა განაცხადა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.