რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა სამძიმარი ვუთხრა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს - პრემიერი

10:36 01-11-2018
251

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პანკისში, სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. 

პრემიერმა მწუხარება გამოთქვა, რომ დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

"სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა, თუმცა სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფეერი გააკეთეს მისის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს", - განაცხადა პრემიერმა.

26 დეკემბერს, პანკისში, სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გუშინ, მიხაილოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე