"ეშმაკად მოვევლინები მაგ ადამიანს. მიწიდან ამოვთხრი. იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო" - მაჩალიკაშვილის მამა (ვიდეო)

13:00 01-11-2018
2299

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა საქართველოს პროკურატურას მიმართავს. მალხაზ მაჩალიკაშვილი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას უსწრაფესად მოხდეს საქმის გამოძიება. გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა ამბობს, რომ ამ დროისთვის ის პროკურატურას ნდობას უცხადებს

ჩემი თხოვნა იქნება, მე სანამ სული მიდგას ეშმაკად მოვევლინები მაგ ადამიანს, მაინც მიწიდან ამოვთხრი. იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო. ვთხოვ სახელმწიფოს გაასამართლოს და მაგის სახე დამანახოს. ოპერაციის დაგეგმვიდან ბოლო წერტილამდე იმ ოთახში - მე მოვითხოვ ყველას დასჯას, როგორც მე, ასევე მთელი პანკისის ხეობა. ამ დროისთვის ვენდობი, თუ არ გაამართლა ეს ნდობა, მაშინ ალბათ სხვანაირად მოვიქცევი,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და გუშინ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს დაკრძალავენ.