ირაკლი სესიაშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე: "თუკი სადმე კითხვა არსებობს, ამაზე თავის სიტყვას გამოძიება იტყვის"

13:32 01-11-2018
106

ეს ტრაგედიაა, თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ ტერორიზმთან ბრძოლა ძალიან სერიოზული გამოწვევაა ნებისმიერი ქვეყნისთვის - ამის შესახებ  ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს მაჩალიკაშვილის გარადაცვალებასთან დაკავშით განუცხადა. მისივე თქმით, თუკი მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე ან პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე კითხვები არსებობს, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

„ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება თავისთავად მძიმე ფაქტია. ოჯახისთვის ეს არის ტრაგედია, თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ ტერორიზმთან ბრძოლა არის ძალიან სერიოზული გამოწვევა ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეს არის გლობალური საფრთხე. საქართველო ვალდებულია ამ მიმართულებით რეაგირება მოახდინოს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოების, გარკვეული თემების ჩართვა, ეს ტრაგედია ყველას შეგვეხო – დაიღუპა სპეცრაზმელი. სამართალდამცავი ორგანოები კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებენ, ხოლო თუკი სადმე კითხვა არსებობს, ამაზე თავის სიტყვას გამოძიება იტყვის. გამოძიება მაქსიმალური დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალ დღეზე, რომელიც უნდა იყოს მშვიდობიანი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.