ინტერნეტ გამოცემა ჰაქინ აზის ინფორმაციით, 21 იანვარს აზერბაიჯანის ოპოზიციური მოძრაობა რესპუბლიკური ალტერნატივა - რეალი თბილისში ფართომასშტაბიანი ყრილობის გამართვას გეგმავს, რომელსაც ბაქოდან 100-მდე დელეგატი დაესწრება. ამავე წყაროს ცნობით, ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებულია.
შეგახსენებთ, რომ ამდაგვარი რამ საქართველოს ისტორიაშიც იყო - 2012 წლის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა თურქეთში შეიკრიბა და რაღაც სხდომა გამართეს. და რა მერე?! ან ამერიკაში რომ წავიდნენ ჩვენი მოქმედი პოლიტიკოსები და ქართული ოცნების ყრილობა ჩაატარონ, რა მოხდება ამით?! - ამბობს რეზონანსთან საუბრისას ალაფიშვილი.