დაკოტა ჯონსონის და კრის მარტინის პირველი ერთობლივი ფოტო

16:00 01-14-2018
341

 

 

კრის მარტინისა და დაკოტა ჯონსონის რომანის შესახებ გავრცელებული ჭორები საბოლოოდ დადასტურდა. 40 წლის მუსიკოსი და 28 წლის კინოვარსკვლავი ფოტოგრაფებმა მალიბუში, ერთ-ერთ რესტორანში დააფიქსირეს. 

თავდაპირველად წყვილი ისრაელში დააფიქსირეს, სადაც Coldplay–ის მსოფლიო ტურნე მიმდინარეობდა.  შემდეგ მსახიობი Coldplay–ის კონცერტზე ბუენოს აირესში დააფიქსირეს, ის ხმის რეჟისორის გვერდით იდგა, იმ სივრცეში სადაც ყველას არ უშვებენ. ამან ჭორები რომანის შესახებ კიდევ უფრო გააღვივა. 

როგორც მედია წერს, წყვილი უკვე აღარ ემალება პაპარაცებს. ინსაიდერების ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი ერთად დიდ დროს ატარებენ და მათი ურთიერთობა უფრო სერიოზული ხდება. 

შეგახსენებთ, 2016 წელს დაკოტა ჯონსონი მეთიუ ჰეიტს დაშორდა, კრის მარტინი მეუღლესთან გვინეტ პელტროუსთან დაშორების შემდეგ რამდენიმე თვე ჯენიფერ ლოურენს სხვდებოდა.