ევროკავშირი - აფგან მუხთარლისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა სერიოზულ კითხვებს აჩენს

10:43 01-15-2018
86

ევროკავშირი ჟურნალისტ აფგან მუხთარლისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება უწყების საიტზე გამოქვეყნდა. 

„12 იანვარს ბალაკანის სასამართლოს მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლისთვის მისჯილი ექვსწლიანი პატიმრობა აზერბაიჯანში ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის გამოხატვისა და მედიის თავისუფლების კუთხით და სასამართლო ხელისუფლების მიმართებაში სერიოზულ კითხვებს იწვევს.

საქართველოდან აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცება და აზერბაიჯანში მისი შემდგომი დაკავება და დაპატიმრება კვლავ სრულყოფილ და გამჭვირვალე გამოძიებას საჭიროებს.

ადამიანების ძირითადი უფლებების განხორციელების გამო, დაპატიმრების ყველა საქმე აზერბაიჯანმა სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული, მის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორი: ლილუ მიროტაძე