„სადავეებიდან აშვებული ქართველი გოგო და მარიონეტი მოყანყალებული ქართველი ბიჭი“ - როგორ ეხმაურება სოციალური ქსელი „სუხიშვილების“ ახალ პროგრამას - video

13:27 01-15-2018
15026

14 იანვარს კლუბში „რესპუბლიკა“ „სუხიშვილები“ ახალი პროგრამით წარსდგა მაყურებლის წინაშე. კონცერტის შემდგომ სოციალურ ქსელში გამოხმაურება არაერთგვაროვანი იყო. იყვნენ ისეთებიც, ვინ აკრიტიკებდნენ ანსამბლის ახალ პროგრამას და ისეთებიც, ვინც ილიკოს გენიოსად მოიხსენიებდნენ. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს სოციალური ქსელიდან.

„დიდი ბოდიშით მაგრამ ეს სადაური ცეკვაა“;

ეს არის განა ცეკვა, თან მერე ქართული. სუხიშვილები თავს ნუ გახვედით, ყველას თავისი აზრი აქვს და მე ასე არ მესმის ქართული ტრადიციული ცეკვა“;

სადავეებიდან აშვებული ქართველი გოგო და მარიონეტი მოყანყალებული ქართველი ბიჭი“;

ეს ქართული არაა...ნირვანაში არიან“; „კიდევ კარგი ამას არ მოსწრნენ თქვენი მშობლები, რა გჭირთ ხალხო, რას უკრავთ ტაშს, კაიფში მყოფი ილიკო რაღაცას მასხარაობს, იმას? სად ხედავთ აქ ქართულ ელემენრები? ვაი დედა, საქართველო საით მიდიხარ“;

არაქართული მუსიკა, არა ქართველი ალქაჯი გოგო და არაქართველი სამართავი მდაბიო უსუსური ბიჭუნაა... ესაა აზრი ტვინგათიშულების... და კითხვა: რატომ ქვია ქართული???“;

რა შესრულებაა, საოცარი!!! ყოჩაღ მარიამ! თუმცა, ჩემო ნათია ბახტაძე--- არანაკლები შემოქმედებითი ნიჭის და გენის მქონე არც შენ არ ხარ!“

„სასწაულები ხართ“;

„რას დაამსგავსეს ქართული ცეკვა, რა ჰქვია ამას“;

„ამას ჰქვია კლასი“;

არა ქართული მუსიკა, არა ქართველი ალქაჯი გოგო და არაქართველი სამართავი მდაბიო უსუსური ბიჭუნაა... ესაა აზრი ტვინგათიშულების... და კითხვა: რატომ ქვია ქართული???“

ნუ ხართ დაძაბულები, მოდუნდით სავალდებულო არაა მარიხუანასზემოქმედების ქვეშ იყოთ.სასიამოვნოდ შესრულებული მუსიკა და ცეკვაა“

 დაბოლილთა როკვა,ახალია და საინტერესო და არა ქართული..“

საოცარიაა.გთხოვთ, მუსიკაც დადეთ რააა ლინკი“

 რა აქვს ილიკოს თავში? როგორ ქმნის გენიას?“



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი